• თბილისი
  • 12°C
  • 28 იანვარი, 2021
article

ვაშინგტონის პოლიცია - კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა.


თეგები :