• თბილისი
  • 12°C
  • 28 იანვარი, 2021
article

დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.

12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.


თეგები :