• თბილისი
  • 8°C
  • 27 ნოემბერი, 2020
article

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელი კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის შემუშავების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Modea, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიის პრეზიდენტი, სტეფან ჰოგი აცხადებს, რომ მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი დამაიმდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

მისივე განცხადებით, ვაქცინის დასამტკიცებლად მოთხოვნას უახლოეს მომავალში წარადგენენ, რათა მისი გამოყენება უახლოეს კვირებში გახდეს შესაძლებელი.

Modea-ს ვაქცინა 30 000-ზე მეტ ადამიანზე ორჯერ გამოსცადეს. კვლევაში მონაწილე მოხალისეების ნახევარს ვაქცინა 4-კვირიანი ინტერვალით გაუკეთეს, ხოლო დანარჩენს პლაცებო. საერთო რაოდენობიდან 95 მოხალისეს კორონავირუსი დაუდგინდა. 95 მოხალისიდან 90-ს პლაცებო ჰქონდა მიღებული, ხოლოდ 5-ს ვაქცინა.

როგორც Modea-ში აცხადებენ, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, ვაქცინის 20 მლნ დოზა აშშ-ში დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი. მათივე გეგმის მიხედვით, მომავალ წელს 1 მლრდ დოზის დამზადებას ვარაუდობენ, რაც მთელ მსოფლიოში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

გასულ კვირას,  BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.


თეგები :