• თბილისი
  • 24°C
  • 25 ოქტომბერი, 2020
article

აშშ-ში 11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში 11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა. ინფორმაციას ტელეარხი WBRZ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბავშვი ავტობუსში შეიპარა და მისი დაქოქვა მოახერხა.

პოლიცია ავტობუსს 30 წუთის განმავლობაში მისდევდა, რის შემდეგაც ის გაზის მილს და ხეს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა.

ბიჭს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ავტომობილის მოპარვა. 


თეგები :