• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მადრიდში კვლავ კარანტინი გამოცხადდა

"ბი-ბი-სის" ცნობით, ესპანეთის მთავრობამ ​კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდსა და მის შემოგარენში კარანტინი გამოაცხადა.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალებათ. ასევე დაუშვებელი იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება. მადრიდში შესვლა ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც აკრძალული იქნება.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება.


თეგები :