• თბილისი
  • 21°C
  • 29 ოქტომბერი, 2020
article

ისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში 3-კვირიანი, სრულმასშტაბიანი კარანტინის შემოღების შესახებ განაცხადა.

ე.წ. ლოქდაუნი 19 სექტემბერს ამოქმედდება. ამის მიზეზი კი ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება გახდა. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს სახლებიდან 500 მეტრის მანძილზე შეეძლებათ გადაადგილება, მხოლოდ საკვებისა და წამლების შესაძენად. დაიხურება სკოლები და ბიზნეს-ობიექტები.

პრემიერს 3-კვირიანი ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.


თეგები :