• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

86 წლის შემდეგ პირველად აია სოფიაში მუსლიმური ლოცვა ჩატარდება

დღეს, 24 ივლისს 1934 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება.

როგორც იტყობინებიან პირველ ღვთისმსახურებას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანიც დაესწრება.

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 10 ივლისს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებისთანავე პრეზიდენტმა ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტაძრის მეჩეთად გადაქცევისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.

მოგვიანებით, ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აია სოფია კვლავინდებურად ღია იქნება ნებისმიერი მრწამსის ადამიანისა და ტურისტებისთვის. მისივე თქმით, მუსლიმური ლოცვის დროს ტაძარში არსებული ქრისტიანული მოზაიკური ფრესკები ფარდებით დაიფარება.


თეგები :