• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2020
article

უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა. ინციდენტი ქალაქ პოლტავაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაციას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჯერ კიდევ მედიისთვის უცნობმა პირმა ერთ-ერთი პოლიციელი ხელყუმბარის გამოყენებით და მისი აფეთქების მუქარით მძევლად აიყვანა.

ამჟამად, ბოროტმოქმედი მძევლად აყვანილ პოლიციელთან ერთად სამსახურებრივი მანქანით პოლტავიდან კიევის მიმართულებით მიემართება.


თეგები :