• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 746 369-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 156 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 770-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-სგან 523 249 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 10 424 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.