• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 56 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 56 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 361 042-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ს კიდევ 377 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 135 582-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებშია დადასტურებული.