• თბილისი
  • 27°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 733 699-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 104 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 439-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-სგან 504 021 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 2 960 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.