• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 28 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 28 700-ით გაიზარდა.

ქვეყანა 878 254 ათასი ინფიცირებულით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ვირუსისგან უკვე განიკურნა 550 ათასზე მეტი ადამიანი, 300 ათასამდე პაციენტი კი, მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ს 23 174 ადამიანი ემსხვერპლა.

მათ შორის 500 მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.


თეგები :