• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

"აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის შიდა საქმეა და ამ თემაზე საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის სუვერენული უფლებების შელახვას წარმოადგენს"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი თურქეთის საქმეა.

"თურქეთის მისამართით საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები ჩვენი სუვერენული უფლებების შელახვას წარმოადგენს. თურქეთი ყოველთვის დაიცავს მუსლიმთა, ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის უფლებებს. ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ნებისმიერი აღმსარებლობის მოქალაქეებს. თურქეთის ტერიტორიაზე 435 ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს. რელიგიური უმცირესობების სამლოცველოების მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ამიტომ მსგავსი ბრალდებები სიმართლისთვის ზურგის შექცევაა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.


თეგები :