• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე უკვე დაამტკიცა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება სურდა.


თეგები :