• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

ბრაზილიის ანტირეკორდი - ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსი 24 052 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 24 052 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 692 ინფიცირებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1,37 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა სულ 58 314 ადამიანი იმსხვერპლა.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.


თეგები :