• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ბიჰარის შტატში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შტატის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა გოპალგანჯის რაიონში დაფიქსირდა. დეპარტამენტის განცხადებით, თითოუელი დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით 5 300 აშშ დოლარს მიიღებს.

მედიის ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნას 24 ადამიანი ემსხვერპლა უტარ-პრადეშის შტატშიც.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ყოველი წლის მაისსა და ივნისში ასობით ადამიანი იღუპება. ინდოეთის დანაშაულთა აღრიცხვის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2017 წელს ასეთი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 2 885, 2018 წელს კი - 2 357 იყო.


თეგები :