• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

„ინსტაგრამის“ საშუალებით ახალშობილების ვაჭრობის ფაქტზე ირანში სამი მამაკაცი დააკავეს

ირანში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „ინსტაგრამის“ საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თეირანის პოლიციის უფროსის, ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, ეჭვმიტანილების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ორი ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ. ერთი ბავშვი 20 დღის იყო, მეორე კი, ორი თვის.

როგორც BBC წერს, ეჭვმიტანილებმა ბავშვები ერთხელ უკვე გაყიდეს 500 დოლარად და ახლა ადგილი ჰქონდა ახალშობილთა ხელმეორედ, 2 000 დოლარად გაყიდვის ფაქტს. ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან მოჰყავდა და იმ ოჯახებს გადასცემდა, რომლებსაც მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა შეეძლოთ.

თეირანის პოლიციამ სოციალურ სივრცეში ბავშვთა ტრეფიკინგის დახმარებისთვის ათი ვებგვერდი აღმოაჩინა.


თეგები :