• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ერთი პოლიციელი კი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლო შენობისკენ მიემართებოდნენ და მათი ნაწილი პოლიციის მოთხოვნას, უკან დაეხიათ, არ დაემორჩილა და სამართალდამცავების მანქანა ალყაში მოაქცია.

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.


თეგები :