• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

მისურიში, არეულობის დროს შავკანიანი პოლიციელი მოკლეს

მისურის შტატ ქალაქ მოლინ-ეიკრსში აჯანყებების დროს დაუდგენელმა პირებმა ესროლეს და მოკლეს პოლიციის ყოფილი უფროსი დევიდ დორნი. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

77 წლის ოფიცერი მაშინ დაიღუპა, როდესაც მისი მეგობრის კუთვნილი ლომბარდის ქურდობის აღკვეთას ცდილობდა.

ჯერ-ჯერობით, შეუძლებელი გახდა მოვლენების სრული სურათის აღდგენა. რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ დევიდ დორნი განგაშის სიგნალის გამო შესამოწმებლად მივიდა. მალევე, თვითმხილველებმა ის მძიმე ჭრილობებით ქუჩაში, ლომბარდის შესასვლელთან მიაგნეს. როდესაც ეს საშინელი კადრები გადაიღეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

დორნი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა დამნაშავის პოვნა. მკვლელების შესახებ ინფორმაციისთვის, ხელისუფლებამ დანიშნა ჯილდო 10 ათასი დოლარი.


თეგები :

მკვლელობა