• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში, სომხეთს ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.

„სამედიცინო სისტემა რეგულარულად აყენებს საკითხს სრული შეზღუდვების ხელახლა დაწესების შესახებ. ჩვენ უკვე ვნახეთ შეზღუდვები, ვნახეთ, რომ მათ კატასტროფულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. სახელმწიფოს შესაძლებლობები ამოუწურავი არაა. ხელახლა დაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომლის გადალახვაც ბევრი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდეს,“ - განაცხადა ფაშინიანმა წუხელ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 158 და გამოჯანმრთელებულია 3427 ადამიანი. ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გახანგრძლივდა.


თეგები :