• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ ინფექციით 24 823 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო როდენობა 669-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 362-ით გაიზარდა და 10 440 გახდა.


თეგები :