• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

ბრაზილიაში, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 468,338-ს მიაღწია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსისგან 1 124 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში ქვეყანაში ვირუსს 27 878 პაციენტი ემსხვერპლა და ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ ესპანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 468,338-მდე გაიზარდა.


თეგები :