• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

"აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს"

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვებს ღია ცის შეთანხმებას, იმ პერსპექტივით, რომ შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას.

"ვფიქრობ, რუსეთთან კარგი ურთიერთბა გვაქვს, მაგრამ ის არ ასრულებს შეთანხმებას. ამიტომ სანამ ისინი არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ჩვენ დავტოვებთ მას. მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მივაღწიოთ ახალ უკეთეს შეთანხმებას, ან გავაკეთოთ რამე რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ერთობლივად", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს აზრადაც არ გაუვლია შეთანხმების შეუსრულებლობა.

ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.


თეგები :