• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ბიჭმა, რომელმაც COVID-19-ის შესახებ პოპულარული ვებგვერდი შექმნა, 8 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა

ავი შიფმენი 17 წლის ამერიკელი ბიჭია, რომელმაც კოვიდ-19-ის შესახებ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი ncov2019.live შექმნა. ვებგვერდი ინფექციის გავრცელების სტატისტიკას აღრიცხავს და მას ყოველდღიურად 30 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. 

ბიჭი საკუთარ საიტზე რეკლამის განთავსებაზე და ამის სანაცვლოდ 8 მილიონი აშშ დოლარის მიღებაზე უარი ამბობს. "მე მხოლოდ 17 წლის ვარ, 8 მილიონი დოლარი არ მჭირდება. არ მინდა ფული სპეკულაციით ვიშოვო", - აცხადებს შიფმენი გამოცემა Business Insider-თან საუბარში.

ახალგაზრდა დეველოპერის თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ ის საიტის გაუქმებას გეგმავს და არ სურს, კონტრაქტში გაწერილი ვალდებულებების გამო, მისი შენარჩუნება ან შეცვლა მოუხდეს. შიფმენის განცხადებით, ვებგვერდზე რეკლამის განთავსების შემთხვევაში 30 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია, თუმცა ეს მისი მიზანი არ არის. მან საიტს მხოლოდ შემოწირულობების ღილაკი დაამატა, რომლის საშუალებითაც ამ თანხის ძალზე მცირე ნაწილის მიღებას თუ შეძლებს.


თეგები :