• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ბრიტანეთში, ძიძას, რომელმაც 13 წლის მოზარდისგან ბავშვი გააჩინა, სასამართლომ 2,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბრიტანელი ლეა კორდისის არასრულწლოვანთან სქესობრივი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო, თუმცა გამოძიება 2018 წელს დაიწყო. ლეას მეგობარი ჯერ კიდევ მაშინ პოლიციის გაფრთხილებას ცდილობდა, მაგრამ გოგონამ უარყო ყველაფერი. როდესაც ბიჭის დედა შეშფოთდა და სერიოზული ეჭვები გამოთქვა, სამართალდამცავებმა ეს საკითხი მხოლოდ მაშინ აღიქვეს სერიოზულად - წერს Daily Mail.

როდესაც აღმოჩნდა, რომ 17 წლის გოგონა თავის აღსაზრდელთან სქესობრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, ლეამ მხოლოდ მაშინ განაცხადა, რომ ბიჭმა მასზე არაერთხელ იძალადა. გამოძიებამ სულ სხვა რამ დაადგინა, ამასთან, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის მამა მისი კანონიერი მეუღლე კი არა, სწორედ ის 13 წლის ბიჭია, რომლის ძიძაც იყო. როდესაც ლეა დაოჯახდა, ის უკვე ორსულად იყო. თავად ძიძა არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ, ის მხოლოდ იმედგაცრუებულია, რომ ციხე მის ცხოვრებას დაარღვევს.

მოსმენის შედეგების თანახმად, სასამართლომ არასრულწლოვანთან სქესობრივი აქტისთვის 30 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, გოგონას მოუწევს დაემორჩილოს მისთვის შედგენილ წესებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო საფრთე არასრულწლოვანთათვის. მას ეკრძალება ისეთ ადგილებში მუშაობა და ყოფნა, სადაც მოზარდები ატარებენ დიდ დროს.


თეგები :