• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

გერმანიასა და ავსტრიას შორის სახმელეთო საზღვარი გაიხსნა

გერმანიასა და ავსტრიას შორის სახმელეთო საზღვარი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ბავარიის რეგიონის პრემიერი დაესწრნენ. როგორც სახელმწიფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, ქვეყნებს შორის გადაადგილება ნელი ტემპით, თუმცა სრულად აღდგება.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობას.

ამ დროისთვის გერმანიაში 180 000-მდე კოვიდ ინფიცირებულია, ავსტრიაში კი 16 000-ზე მეტი.

"თუ ინფექციის შემთხვევების რაოდენობა სტაბილური იქნება, ვფიქრობთ მიმოსვლის პროცედურები კიდევ უფრო გავამარტივოთ, 15 ივნისისთვის კი საზღვრებზე კონტროლს სრულიად გავაუქმებდით," - აცხადებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ შიჰოფერი. 


თეგები :