• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

პოლიცია ორი დღეა 23 წლის რუს ქალს ეძებს, რომელმაც 9 თვის შვილი გაგუდა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა

ორი დღეა, პოლიცია და მოხალისეები რუსეთის ქალაქ კოლომნაში 23 წლის ქალს ეძებენ, რომელმაც საკუთარი შვილი გაგუდა და დანაშაულის ადგილიდან ტყისკენ გაიქცა.

ბინას, სადაც მკვლელობა მოხდა, მფლობელი ყოველდღიურად აქირავებდა. ეჭვმიტანლმა სწორედ ერთი დღით იქირავა აღნიშნული ბინა. ის ბავშვთან ერთად მკვლელობის დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან, სადაც რამდენიმე დღის გატარება მოუწიათ. თუმცა ახალგაზრდა ქალმა გამოწერის შესახებ არავის უთხრა, საკუთარ მეუღლესაც კი. 

მეორე დღეს ბავშვის უსიცოცხლო სხეული ბინის მეპატრონემ იპოვნა დივანზე. როგორც დიასახლისი აცხადებს, გვამს პირველადი დათვალიერებიდანვე ეტყობოდა გაგუდვის ნიშნები. ის პლედში იყო გახვეული, გვერდით კი დედის ლეპტოპი იდო, რომელშიც ქმრისთვის ჰქონდა წერილი დატოვებული.

წერილში ქალი აცხადებს, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან ვერ გადაიტანა ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული ტკივილისგან ატირებული ბავშვის ტანჯვა:

„წვეთოვანის ქვეშ იწვა სულ და ეძინა, როცა ნემსს უკეთებდნენ, ძალიან ხმამაღლა ტიროდა, თვალებით დახმარებას მთხოვდა, მე კი უსუსური არსებასავით არაფრის გაკეთება შემეძლო. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბოლო მომეღო მისი ტკივილისთვის და არასდროს დამეშვა მისი წამება, თუმცა, ზუსტად არ ვიცოდი, ამას როგორ გავაკეთებდი“ - ნათქვამია წერილში.

მოკლული ბავშვი რამდენიმე დღეში ათი თვის გახდებოდა.


თეგები :