• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

„კორონავირუსმა ჩემი ცხოვრება ვერ შეცვალა“ - აცხადებს მამაკაცი, რომელიც ბავშვობიდან „ბურთში ცხოვრობს“

ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან ბუშტის კოსტუმში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ კოროვირუსულ პანდემიას მისი ცხოვრება არ შეუცვლია.

48 წლის ალან მონტგომერის დიაგნოზი მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტია (SCID), ის ხუთი წლის ასაკიდან სპეციალურად მისთვის შექმნილ სტერილურ ბუშტში ცხოვრობს. 

მიუხედავად იმისა, რომ 1984 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმებმა აღარ ჩათვალეს საჭიროდ განსაკუთრებული დაცვა, ალანს ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა შიში, ამიტომ ისევ ბურთით ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა. 

მონტგომერი ირწმუნება, რომ პლასტმასის ბუშტში ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ ყოფილა, განსაკუთრებით მისი თინეიჯერობის პერიოდში, თუმცა მასთან ერთად ცხოვრება ისწავლა და თავს ასე უფრო დაცულად გრძნობს.


თეგები :