• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

72 წლის მამაკაცი 14 დღე ზღვაში იყო გაუჩინარებული - ის ამტკიცებს, რომ ქალთევზებმა მოიტაცეს

72 წლის ფლორიდელი ელვინ მაკკალისტერი 14 დღის განმავლობაში ზღვაში იყო გაუჩნარებული. ის მეთევზეების გემმა სანაპირო ზოლიდან 200 მილის მოშორებით სრულიად შემთხვევით იპოვნა.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. გონზე მოსულმა მაკკალისტერმა განაცხადა, რომ ის ქალთევზებმა სექსუალური მოტივით მოიტაცეს და მასთან ინტიმურ კონტაქტს რიგ-რიგობით ამყარებდნენ.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მოხუც მამაკაცს ჰალუცინაციები ორკვირიანი გაუწყლოების შედეგად აქვს და ეს ბუნებრივია მის მდგომარეობაში:

„პაციენტს ექსტრემალური დეჰიდრატაციის სინდრომი აღენიშნება და მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს“ - განუცხადა ჟურნალისტებს St-John Baptist Hospital-ის ექიმმა.


თეგები :