• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

სამხრეთ კორეაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსი ხელახლა დაუფიქსირდათ

სამხრეთ კორეაში, კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებში ვირუსის რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კორეელმა მეცნიერებმა 51 გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსი კვლავ აღმოუჩინეს. ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ საუბარი ორგანიზმში არსებული ვირუსის ხელახალ გააქტივებაზე და არა ხელახალ დაინფიცირებაზეა, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის და სწორი პასუხის მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო.


თეგები :