• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 - თავშესაფრებში.

საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ხოლო მათგან 7 131 ადამიანს ინტენსიური თერაპია უტარდება. საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 109,069 -ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 20 000-მდე პაციენტი განიკურნა.


თეგები :