• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

დონალდ ტრამპი ოპონენტს: ნაკლები დრო რომ დაგეთმოთ იმპიჩმენტის ოინებისთვის და მეტი ადამიანების დახმარებისთვის, ნიუ-იორკი ასეთი მოუმზადებელი არ შეხვდებოდა უხილავ მტერს

აშშ-ის პრეზიდენტმა სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს წერილი მიწერა, რომელიც გუშინ მედიამ გაასაჯაროვა. წერილში ამერიკის პრეზიდენტი შუმერის კითხვებს გამოეხმაურა თუ რატომ არის ნიუ-იორკში სამედიცინო ეკიპირების, ტესტების და აპარატურის სიმცირე.

"ჩვენ ნიუ-იორკს ბევრი რამ მივეცით, საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სამედიცინო მოწყობილობა, სასუნთქი აპარატების რეკორდული რაოდენობა და კიდევ ბევრი. თქვენ ნიუ-იორკი უკეთესად უნდა მოგემზადებინათ, ვიდრე შეძელით. ექიმმა ფაუციმ და ექიმმა ბირქსმა გუშინ თქვეს, რომ ნიუ-იორკმა ზომების მიღება დააგვიანა. თქვენ რომ ნაკლები დრო დაგეთქმოთ იმპიჩმენტის ოინებისთვის, რომელიც არსად მიგვიყვანდა, გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჩემი რეიტინგი, და მეტი დრო დაგეთმოთ ადამიანების დახმარებისთვის ნიუ-იორკში, მაშინ ის ასეთი მოუმზადებელი არ შეხვდებოდა „უხილავ მტერს“,-წერს ტრამპი.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიციებულთა რაოდენობა 277522-მდე გაიზარდა. ვირუსით ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დაზარალდა.


თეგები :