• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

CNN-ის წამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია CNN-ის წამყვანს და ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ძმას, კრის კუომოს კორონავირუსი აქვს.

CNN-ია ცნობით, წამყვანი თავს კარგად გრძნობს და თავის გადაცემას საკუთარი სახლის სარდაფიდან წაიყვანს, სადაც კარანტინს გადის.

"მქონდა კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც ვირუსი დაუდგინდათ. ციებ-ცხელება და სუნთქვის გაძნელება მქონდა. იმედია ბავშვებს და კრისტინას (ცოლს) არ გადავდე. ეს ავადმყოფობაზე უარესი იქნება," - დაწერა კუომომ "ტვიტერზე."


თეგები :