• თბილისი
  • 21°C
  • 29 სექტემბერი, 2020
article

მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ნერვიულობის შემდეგ, გერმანიის ჰესენის რეგიონის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, გერმანიის ჰესენის რეგიონის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ინერვიულა - წერს thenational.ae.

ირკვევა რომ 54 წლის თომას შაფერის ცხედრის დათვალიერებისა და გამოძიების შემდეგ, პროკურორმა დაადასტურა რომ მინისტრმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 

გერმანიაში, ჯამში 58 ათასი ადამიანია დაავადებული ახალი კორონავირუსით და აქედან 500-ზე ნაკლები გარდაცვლილი, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ და სერიოზულად იმოქმედა. 

"შოკში ვართ მომხდარით" - ასე შეაფასეს გერმანიის ფინანასთა მინისტრის თვითმკვლელობა სახელმწიფო ლიდერებმა.

მათ აღნიშნეს რომ მინისტრი შაფერი დღე და ღამე მუშაობდა, რათა როგორმე აღმოეფხვრა პანდემიის ნეგატიური შედეგების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. 

"უნდა ვივარაუდოთ რომ იგი ღრმად იყო შეშფოთებული" - აცხადებენ გერმანელი პოლიტიკოსები.

წყარო


თეგები :