• თბილისი
  • 16°C
  • 25 მაისი, 2020
article

ჩინეთში იპოვეს ის ადამიანი, ვინც მსოფლიოში პირველად დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით

ჩინური მედიის ინფორმაციით, იპოვეს ის ადამიანი, ვისაც მსოფლიოში პირველად დაუდასტურდა კორონავირუსი. მედიის ცნობით, ის კრევეტების გამყიდველია.

ქალი, გვარად ვეი, ცოცხალ კრევეტებს ყიდიდა უხანში, ბაზრობა "ხუნანში." 2019 წლის 11 დეკემბერს მას, გაურკვეველი მიზეზით, სიცხემ აუწია, რის შემდეგაც ქალმა კლინიკას მიმართა. მას ნემსი გაუკეთეს, მაგრამ მეორე დღეს ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამჯერად პაციენტს ორმა ნემსმაც ვერ უშველა.

16 დეკემბერს ქალმა ხუაჩჟუნის საავადმყოფო "სეხეს" მიმართა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს იყო ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ბაზრობა "ხუნანი" გახდა ინფექციის გავრცელების წყარო, თუმცა, სპეციალისტებს ამ დრომდე არ დაუდგენიათ, რა მიზეზით მოხდა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა.

31 დეკემბერს, უხანის ჯანმრთელობის კომიტეტმა გაავრცელა ცნობა დაინფიცირებული პირველი ჯგუფის - 27 ადამიანის შესახებ. ჟურნალისტებს გააცნეს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სია, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ მათგან 24 ადამიანს ბაზრობა "ხუნანთან" ჰქონდა შეხება, დანარჩენები კი მათი ოჯახის წევრები იყვნენ.


თეგები :