• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 30 დღის მანძილზე, 24 აპრილამდე იმოქმედებს.

„ჩვენ ვაფართოვებთ კარანტინს და ვაწესებთ საგანგებო მდგომარეობას უკრაინის სახელმწიფოს მასშტაბით 30 დღის განმავლობაში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შიმაიჰალმა სამთავრობო შეხვედრის შემდეგ.

25 მარტის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული.


თეგები :