• თბილისი
  • 16°C
  • 05 აპრილი, 2020
article

"სარიტუალო ღონისძიებების და ახლობლების გარეშე" - როგორ ასაფლავებენ იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლებს

როგორ ასაფლავებენ იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლებს - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" წერს.

როდესაც ახლობელი ადამიანი კვდება, მასთან დამშვიდობება ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ კორონავირუსმა ადამიანებს ამის შანსიც არ დაუტოვა. "პანდემია ორჯერ გვკლავს. თავიდან გაიძულებს მოკვდე იზოლაციაში, საყვარელი ადამიანებისგან შორს და შემდეგ ისევ არავინაა გვერდით", - ჰყვება მილანში რიტუალური მომსახურების ხელმძღვანელი ანდრეა ჩერატო.

სიკვდილი იზოლაციაში

კოვიდ-19-ის მსხვერპლები იზოლირებული ბოქსირებულ განყოფილებებში კვდებიან, სადაც არ უშვებენ არც ახლობლებს, არც მეგობრებს. ბოქსირებულ განყოფილებაში ვიზიტი გავრცელების საშიშროების გამოა აკრძალული.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ვირუსი არ გადაიცემა პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ვირუსი შეიძლება მის ტანსაცმელზე რამდენიმე საათი ცოცხლობდეს, ამიტომაც ცხედრებს ჰერმეტულად ახვევენ.

"იმდენი ადამიანი გვირეკავს და გვთხოვს, რომ ვანახოთ მომაკვდავი ერთხელ მაინც, მაგრამ ეს აკრძალულია", - ამბობს ლომბარდიის სარიტუალო დარბაზის ხელმძღვანელი მასიმო მანკასტროპი.

გარდაცვლილი პაციენტის გამოწყობა თავის საყვარელი ტანსაცმელში, შეუძლებელია. ყველას ერთი და იმავე საავადმყოფოს ტანსაცმლის კრძალავენ. "ჩვენ გარდაცვლილის ტანსაცმელს ზემოდან ვდებთ, რომელსაც ოჯახი გვაწვდის - თითქოს აცვიათ", - ჰყვება მანკასტროპი.

"გამოსავალი მხოლოდ ნდობაა"

ამჟამინდელ უპრეცენდენტო სიტუაციის გამო, ადამიანების დასაფლავებაზე მთლიან პასუხისმგებლობას მესაფლავეები და მღვდელი იღებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავები თვითონ იმყოფებიან იზოლაციაში.

"ჩვენ ვუგზავნით ოჯახების სასახლეების ფოტოებს, რომელშიც მათ ახლობელს ჩავასვენებთ. ჩვენ თვითონ გამოგვყავს ცხედარი კლინიკიდან, შემდეგ ვასაფლავებთ, ან კრემაციას ვუტარებთ. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გვენდონ“, - განმარტავს რიტუალური მომსახურების ხელმძღვანელი.

თუ ადამიანი სახლში გარდაიცვალა, მესაფლავე სპეციალური ეკიპირებით მიდის: სათვალეები, ნიღაბი და ხელთათმანები, მაგრამ დაკრძალვის მომსახურების სფეროს ბევრი წარმომადგენელი თავად იმყოფებიან იზოლაციაში და დამცავი რესურსები უმთავრდებათ.

დაკრძალვების აკრძალვა

იტალიაში მკაცრი კარანტინის ფონზე, ეკლესიებში რიტუალების ჩატარება აკრძალული. კათოლიკური ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

25 მარტის მონაცემებით, იტალიაში კოვიდ-19-ისგან 7 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. ბერგამოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, სასაფლაოები გაივსო, რის გამოც სამხედროების გამოძახება გახდა საჭირო, რომლებმაც ახალი სასაფლაო გააკეთეს. 


თეგები :