• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 658-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 658-მდე გაიზარდა - ამის შესახებ რუსული მედია ოფიციალურ შტაბზე დაყრდნობით აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში 112 000 ადამიანია, ვირუსისგან გამოჯანმრთელებული კი დღეის მონაცემებით 29 პაციენტია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები იუწყებიან რუსეთში პნევმონიით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას, რომელიც ოფიციალური ცნობებით არ უკავშირდება ახალ COVID19-ს, თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო კორონავირუსით დაავადებულ პირთა რეალურ მონაცემებს მალავს.


თეგები :