• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა

ეგვიპტეს სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კაიროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. 

მუბარაქი 1981–2011 წლებში ეგვიპტის მეოთხე პრეზიდენტი იყო. 2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა.


თეგები :