• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

წლის საუკეთესო ფილმი "პარაზიტი" გახდა

ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო რეჟისორად კორეელი ბონგ ჯუნ ჰო, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „პარაზიტი“ დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ კინოაკადემიის ვებგვერდი ავრცელებს.

კაცისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ხოაკინ ფენიქსს („ჯოკერი“), და რენე ზელვეგერს („ჯუდი“) გადაეცა. ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ ბრედ პიტს ერგო. 56 წლის მსახიობისთვის ეს პირველი „ოსკარია“. ქალთა შორის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის მთავარი პრიზის მფლობელი ლორა დერნი („ქორწინების ისტორია“) გახდა.

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო კორეულ ფილმ „პარაზიტს“ გადაეცა. ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში კი გამარჯვებული ფილმი „ბოცვერი ჯოჯო“ გახდა. წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოსკარი „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე სეზონს ერგო.


თეგები :