• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

დონალდ ტრამპმა დემოკრატები მწვავედ გააკრიტიკა: ისინი არიან მაბეზღარები, მატყუარები, ბოროტები, საზარლები, უზნეოები...

მას შემდეგ რაც სენატმა ტრამპის იმპიჩმენტი არ დაამტკიცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც იმპიჩმენტის პროცედურაზე ისაუბრა და დემოკრატები მწვავედ გააკრიტიკა.

"ეს იყო ბოროტება. ესენი იყვნენ ჩამშვებები და მატყუარები. ეს სხვა პრეზიდენტს არასდროს, არასდროს უნდა დაემართოს. არ ვიცი სხვა პრეზიდენტები ამას გაუძლებდნენ თუ არა. ზოგმა თქვა, რომ ვერ...უზნეო პოლიციელები, საშინელი ხალხი. ეს რომ პრეზიდენტ ობამას დამართნოდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი წელი ციხეში იქნებოდა...

კორუმპირებული პოლიტიკოსი სახელად ადამ შიფი. მან შეთითხნა ჩემი განცხადება უკრაინის პრეზიდენტისადმი. მან ეს ყველაფერი ჰაერიდან მოიტანა. უბრალოდ შეთითხნა. ამბობენ, რომ ის სცენარისტია. წარუმატებელი სცენარისტი და სამწუხადოდ, პოლიტიკაში მოვიდა...

ჯერი ნადლერი, მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ის 25 წელია ნიუ-იორკში მებრძვის. მე მას ყოველთვის ვამარცხებდი და სულ დავამარცხებ. მათ რომ დამინახონ ქუჩაში ვსეირნობ და შუქნიშანს არ დავემორჩილე, შეიძლება თქვან, მოდი მისი იმპიჩმენტი მოავხდინოთ. ისინი გულქვა გიჟები გახდნენ და თუ დამჭირდა მათ სულ დავამარცხებ...

ნენსი პელოსი არის საშინელი ადამიანი. მას დიდი ხნის წინ უნდოდა ჩემი იმპიჩმენტი, მაშინ როცა თქვა, მოდი ვილოცოთ პრეზიდენტისთვის. ის არ ლოცულობს. ის შეიძლება ლოცულობს, მაგრამ სულ საწინააღმდეგოდ. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ლოცულობს. ისინი საზარელი ხალხია“,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


თეგები :