• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

ჩინეთში ერთი დღის ჩვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩინეთში ერთი დღის დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. 

ბავშვი უჰანში 2 თებერვალს დაიბადა და 30 საათში მისი ანალიზის პასუხებმა დადებითი პასუხი აჩვენა. ექიმების ცნობით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, თუმცა უცნობია როგორ გადაეცა ახალშობილს ვირუსი: ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში თუ გაჩენის შემდეგ. 

უკანასკნელი მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.


თეგები :