• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდას ეხმაურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს სინგაპურში ხელმოწერილი შეთანხმება შეახსენა და ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ყველაფერს დაკარგავს, თუ მტრულად იმოქმედებს.

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

8 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეამ „ძალიან მნიშვნელოვანი“ ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობაზე გავლენას იქონიებს. 

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი  ერთმანეთს პირველად 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დენუკლეარიზაციის შესახებ ბოლო შეხვედრა 5 ოქტომბერს შედგა. ეს პირველი სამუშაო შეხვედრა იყო ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის წარუმატებელი სამიტის შემდეგ. 


თეგები :