• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

აშშ-მა შვიდი რუსული კომპანიისა და 17 ფიზიკური პირის მიმართ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა შვიდი რუსული კომპანიისა და 17 ფიზიკური პირის მიმართ სანქციები გააფართოვა. ამჯერად სასანქციო სიაში კიბერდანაშაულთან დაკავშირებული პირები მოხვდნენ.

კერძოდ, კომპანია „ევილ კორპი“, რომელიც რუსულ კიბერდანაშაულებრივ ორგანიზაციად არის მოხსენიებული. კომპანიას პასუხისმგებლობა ეკისრება „დრიდექსის“ ზიანის მომტანი პროგრამის შემუშავებასა და გავრცელებაში.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა მოსკოვში მცხოვრები მაქსიმ იაკუბეცი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის ყველაზე მძიმე ჰაკერულ თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის საბანკო თაღლითობასა და კომპიუტერებში შეღწევაზე. სწორედ იაკუბეცი ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელმაც ფინანსური ინფორმაციების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მავნე პროგრამა „ბუგატი“ გაავრცელა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ხუთი მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესეს ინფორმაციისთვის, რომელიც მათ იაკუბეცის დაკავებაში დაეხმარება. ფინანსური ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 70 მილიონ დოლარს აღემატება.


თეგები :