• თბილისი
  • 6°C
  • 22 იანვარი, 2020
article

დონალდ ტრამპი: ჯასტინ ტრიუდო ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა, ორპირი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის პრეზიდენტს ჯასტინ ტრიუდოს "ორპირი ადამიანი" უწოდა.

როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა იმ ვიდეოს შესახებ ჰკითხეს, სადაც ისმის, როგორ დასცინის ჯასტინ ტრიუდო ტრამპს.

"ჯასტინ ტრიუდო ორპირი ადამიანია. არა, ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა, როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ მე მას ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის შეტანისკენ მოვუწოდე,"- განაცხადა ტრამპმა.

ბუკინგემის სასახლეში გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ესაუბრება კანადის პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და დედოფალ ელიზაბედის ქალიშვილ ანას დონალდ ტრამპის დაუგეგმავად გამართული პრესკონფერენციის შესახებ.

"ამიტომ დაიგვიანე?“- ეკითხება ჯონსონი მაკრონს, რაზეც ტრიუდო პასუხობს: "40 წუთიანი პრესკონფერენცია იყო, დიახ, დიახ! 40 წუთიანი. დავინახე, მისი გუნდის წევრებს ნიკაპები იატაკზე როგორ ჩამოუვარდათ,“- პასუხობს ტრიუდო.

 


თეგები :