• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ვლადიმერ პუტინს ვიკიპედიის რუსული ენციკლოპედიით ჩანაცვლება სურს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ რუსული ანალოგით ჩანაცვლების იდეით გამოვიდა. მას სურს, რომ საძიებო სისტემა "დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსიით" ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ პუტინმა რუსულ ენასთან დაკავშირებით საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. 

„რაც შეეხება „ვიკიპედიას“... უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით...ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, - განაცხადა პუტინმა.

სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რათა უახლოეს წლებში „ვიკიპედიის“ მსგავსი რუსული ონლაინ ენციკლოპედია შექმნას.

ცნობისთვის, რუსეთი ასევე აპირებს შექმნას დამოუკიდებელი რუსული დომენის სისტემა 2021 წლისთვის.