• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური აბდულა ქარდაში გახდა

Newsweek-ის ინფორმაციით,  ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბდულა ქარდაში გახდა.

The Washington Post-ის ცნობით, ალ-ბაღდადის შემცვლელის პოსტზე ექვსი კანდიდატი განიხილება, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის ვინაობაა ცნობილი და ეს სწორედ აბდულა ქარდაშია.

აბდულა ქარდაში, იგივე ჰაჯი აბდულა ალ-აფარი, ყოფილი ოფიცერია, რომელიც შეიარაღებულ ძალებში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს მსახურობდა. ქარდაში ერაყის ქალაქ ტალ-აფარში დაიბადა და 2003 წელს ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაღდადისთან ერთად ბუქას ციხეში ჰყავდა დატყვევებული, სადაც მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა.

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.


თეგები :