• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ისტორიაში პირველად, ბელგიას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

გუშინ, 27 ოქტომბერს, ბელგიის მეფე ფილიპემ მთავრობის მეთაურად დანიშნა ბიუჯეტის მინისტრი სოფი ვილმესი, რითაც იგი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა ბელგიის ისტორიაში.

44 წლის სოფი ვილმესი ამ თანამდებობაზე პარტია „რეფორმატორული მოძრაობის“ ლიდერს, შარლ მიშელს შეცვლის, რომელიც წარდგენილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, დონალდ ტუსკის ვადის ამოწურვის შემდეგ.

2018 წლის დეკემბერში ბელგიაში სამთავრობო კრიზისი შეიქმნა, მას შემდეგ, რაც დაიშალა კოალიციური მთავრობა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით.

მას შემდეგ ბელგიას დროებითი მთავრობა განაგებს. მუდმივი მთავრობის ჩამოყალიბება მაისში გამართული არჩევნების შემდეგაც ვერ მოხერხდა.


თეგები :