• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

დონალდ ტრამპი: აშშ-იტალიის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები სათავეს იღებს ანტიკური რომიდან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას კულტურული კავშირები "ანტიკური რომიდან" აქვს.

ტრამპის ეს სიტყვები მოგვიანებით თეთრი სახლის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

"შეერთებულ შტატებსა და იტალიას აკავშირებთ კულტურული და პოლიტიკური ღირებულებები, რომელიც სათავეს იღებს ათასწლეულების წინ, ანტიკური რომიდან", - თქვა ტრამპმა.

ტრამპის მიერ წარმოთქმულ ისტორიულ გაუგებრობას სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.


თეგები :