• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

BBC - ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვე ყუთში მოისროლა

"ბი-ბი-სის" ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი სანაგვე ყუთში მოისროლა. მედიასაშუალება ამ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წერილი, რომელიც დღეს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, 9 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ინფორმირებული წყარო BBC-ის უყვება, რომ ერდოღანმა არამხოლოდ მთლიანად უარყო ტრამპის წერილის შინაარსი, არამედ, უფრო მეტიც, ის სანაგვე ყუთში მოისროლა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს, 9 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ქურთი გენერალი მაზლუმ აბდი მზად არის ანკარასთან მოსალაპარაკებლად.

"ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს, ნუ იქნები სულელი... დაგირეკავ მე შენ მოგვიანებით," - სწერს ტრამპი ერდოღანს.

ტრამპის თქმით, ის გულდასმით მუშაობდა იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარებულიყო.


თეგები :